აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე ისაუბრა.
დე ფაქტო უწყება კომენტარში ნათქვამია:
„გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ თბილისი ვერ შორდება ძველ მიდგომებს, რომლებიც ვერ პასუხობენ დღევანდელ რეალობას.
რესპუბლიკა აფხაზეთი — სუვერენული სახელმწიფოა, რომელმაც თავისი დამოუკიდებელი სტატუსი ხალხის ნებაზე დაყრდნობით განსაზღვრა. საქართველოსთან თანაცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ კეთილმეზობლობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დეკლარაციების ნაცვლად, გვინდა ვიხილოთ კონსტრუქციული დიალოგის სურვილი და კომპრომისების ძიება, რაც შექმნის მშვიდობიანი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების შესაძლებლობას.“
აფხაზეთის მხარის განცხადებით, მათ “არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს და კვლავ ღია არიან მოლაპარაკებებისთვის, რომლებიც შეეხება: ძალადობის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებას და კომუნიკაციების გახსნის საკითხებს.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება აცხადებს, რომ “ეს ნაბიჯები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას”.
“იმედდთან” ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე” თქვა, რომ ეს შესაძლებელია.
