სოხუმის წარმომადგენლები სირიაში იმყოფებიან

ს დე ფაქტო საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის 25 ივნისს “საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი სამუშაო ვიზიტით ჩავიდა სირიის არაბულ რესპუბლიკაში”. ბარციცს თან ახლავს ასევე დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ტუჟბა.
2018 წლის 29 მაისს სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ხელი მოაწერა ბრძანებას “ს დამოუკიდებლობის აღიარებისა” და მასთან “ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ”. 2024 წლის ნოემბრის ბოლოს სირიის შეიარაღებული ოპოზიციის ძალებმა თავდასხმა დაიწყეს არმიის პოზიციებზე, ხოლო 8 დეკემბერს დამასკოში შევიდნენ. პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა დატოვა თანამდებობა და ქვეყანა.
როგორც დე ფაქტო საგარეო სამინისტრო იუწყება, “საზღვარზე მინისტრს დახვდნენ აფხაზეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სირიაში მუჰამედ ალი, სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლისა და ევროპის დეპარტამენტების წარმომადგენლები”.
ამასთან, უწყების ცნობით, დაგეგმილია შეხვედრა სირიის არაბული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეთა მინისტრთან ,ასად ჰასან ალ-შაიბანთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი