„როსავიაციამ“ რუსეთის ავიაკომპანიებს iFly-სა და Nordstar-ს მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან სოხუმის აეროპორტის მიმართულებით ფრენების ნებართვა მისცა.
სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, iFly-ს მოსკოვიდან სოხუმის მიმართულებით 14 ფრენის განხორციელება ნებართვა აქვს, Nordstar-ს კი კვირაში 7 რეისისა. გარდა ამისა, Nordstar-მა ნებართვა მიიღო კრასნოიარსკიდან კვირაში სამჯერ გაფრინდეს სოხუმში.
საცდელი ფრენა აღდგენილ აეროპორტში 7 თებერვალს განხორციელდა. აპრილის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტის აღმასრულებელი აპარატის შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ დაადასტურა 1 მაისიდან საჰაერო მიმოსვლის გახსნის გეგმები.
iFly-ს და Nordstar-ს სანქცირებული კომპანიებია – მათ ევროკავშირის ქვეყნებში ფრენა ეკრძალებათ.
მანამდე მედიაში საქართველოს საავიაციო ხელისუფლების კომენტარი გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ სოხუმის აეროპორტის ოპერირება უკანონო იყო და რომ ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს ფრენებს აფხაზეთში, „დაარღვევს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციის ფუნდამენტურ და ძირითად პრინციპებს“. თბილისი აცხადებს, რომ საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) „უპირობო მხარდაჭერით“ სარგებლობს.
თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით რეისებს რუსული ავიახაზები Red Wings და Azimuth ახორციელებენ, რომლებიც სანქციების სიაში არ შედიან
წყარო: რადიო თავისუფლება
