სოფო ჯაფარიძე – საზოგადოებას სურვილი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს უპირობოდ გათავისუფლებული

დღეს თბილისში უკვე მესამე ლოკაციაზე ვიმყოფები და ყველგან არის ადამიანების რიგები, რომლებიც პრეზიდენტ, ს გათავისუფლებას ითხოვენ, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, მ განაცხადა.
მისივე თქმით, „ერთად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ერთად უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყანა დასავლურ რელსებზე“.
„ხელმოწერების კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება. ახლაც უპრეცედენტო აქტივობაა, ამაზე არა ერთხელ ვისაუბრე. ყველგან, სადაც ჩავდივართ არის მსგავსი მდგომარეობა, არის რიგები. დღეს უკვე მესამე ლოკაციაზე ვიმყოფები და ყველგან არის ასეთი მდგომარეობა. ადამიანები დგანან რიგებში, რომ ხელი მოაწერონ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას და მართლაც ძალიან გახარებული ვარ, რომ ასეთი აქტივობაა, ასეთი სურვილი აქვს ჩვენს საზოგადოებას, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი იყოს უპირობოდ გათავისუფლებული. ერთად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ერთად უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყანა დასავლურ რელსებზე და დაჩქარებული წესით საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილი გავხადოთ“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ