სოფო ჯაფარიძე – მოქალაქეები ითხოვენ, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად დავაყენოთ დასავლურ რელსებზე!

მოქალაქეები ითხოვენ, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად დავაყენოთ დასავლურ რელსებზე! – ამის შესახებ პრეზიდენტ ს პირადმა წარმომადგენელმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, სამტრედიაში არ წყდება იმ პეტიციაზე ხელმოწერის მსურველთა ნაკადი, რომლითაც ისინი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას სთხოვენ.
„ახლა ვიმყოფებით სამტრედიაში, წარმოუდგენელია რაც ყველგან ხდება. დილიდან არ ჩერდება ხალხის მსვლელობა, მოდიან და სგან მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. ითხოვენ იმას, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და რაც შეიძლება სწრაფად ჩვენი ქვეყანა დავაყენოთ დასავლურ რელსებზე, რადგან სხვა შემთხვევაში, ეს ფიზიკურად შეუძლებელია. ასეთი მდგომარეობა არის მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველდღიურად ჩავდივართ სხვადასხვა ქალაქში და ასეთი დაუსრულებელი მსვლელობაა ხალხის. რიგები დგას, მოდიან და ასე ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.“ – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
სოფო ჯაფარიძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი