სოფო ჯაფარიძე – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, ის არის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ! ის არის პირადად ვლადიმერ პუტინის პატიმარი, ტყვე!

მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება ჩვენი საზოგადოების უპრეცედენტო აქტიურობა. ადამიანების რიგია, ვისაც სურთ, რომ ხელი მოაწერონ ს გათავისუფლებას. ისინი მოუწოდებენ სალომე ზურაბიშვილს, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა მ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არის.
„მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება ჩვენი საზოგადოების უპრეცედენტო აქტიურობა. ადამიანების რიგია, ვისაც სურთ, რომ ხელი მოაწერონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ისინი მოუწოდებენ სალომე ზურაბიშვილს, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება. ჩვენ ვნახეთ სულ რამდენიმე დღის წინ ნავალნის მაგალითი და არაერთხელ მოგვისმენია ჩვენ რუსი დიქტატორისგან, სგან, თუ როგორ ავლებდა პარალელს მიხეილ სააკაშვილსა და ნავალნის შორის. ასევე არაერთხელ გვინახავს, თუ როგორ ემუქრებოდა მიხეილ სააკაშვილს ის სიცოცხლის მოსპობით.
აქედან გამომდინარე, მისი გათავისუფლება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, ის არის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ! ის არის პირადად ვლადიმერ პუტინის პატიმარი, ტყვე!
მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, ქალბატონო სალომე, შეხედეთ რამდენი ათასი ადამიანი არის ყველგან, მთელი საქართველოს მასშტაბით. ისინი გთხოვენ, ნუ დაგვიმახინჯებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას და გაათავისუფლეთ პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს