“სომხეთში უკრაინიზაციის საფუძველი არ არსებობს, ცივილიზებული ქვეყანაა” – ლავროვი

„რა უკრაინიზაციაზე შეიძლება იყოს საუბარი სომხეთის შემთხვევაში? სომხეთი ცივილიზებული ქვეყანაა,“ – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ერევანში გამართულ პრესკონფერაციაზე განაცხადა პასუხისას კითხვაზე – “მოექცევა თუ არა რუსეთი სომხეთს ისევე, როგორც უკრაინას?”
“რაღაცნაირად უხერხულად ვგრძნობ თავს ამაზე პასუხის გაცემისას, რადგან ჩემი პასუხი თქვენ არ გჭირდებათ,“ – ასე დაიწყო ლავროვმა, თუმცა მაინც უპასუხა.
თავდაპირველად, მან აღნიშნა, რომ ასეთი ფორმულირება ნიშნავს ნაცისტური რეჟიმის მხარდაჭერას.
ლავროვის თქმით, „საერთო ჯამში, არანაირი საფუძველი არ არსებობს სომხეთის უკრაინიზაციისთვის“. სომხეთი ჩვენი მეგობარია, ის არ აცხადებს რუსულ ენას არალეგალურად, არ ართმევს ეთნიკურ რუსებს კანონით მინიჭებულ უფლებებს. ასევე, ლავროვმა დაამატა, რომ მსოფლიოში, უკრაინის გარდა, არსადაა კანონები, რომლებიც კრძალავს ენას: „სომხეთში არ არის აკრძალული აზერბაიჯანული ენა. აზერბაიჯანში კონსტიტუციით არ არის აკრძალული სომხური. ხოლო უკრაინაში რუსული ენა აკრძალულია.“