სომხეთში ნიღბიანმა უცნობმა პირმა ოპოზიციური პარტიის წევრსა და სოფელ ფარაქარის ხელმძღვანელს, ვოლოდია გრიგორიანს ცეცხლი გაუხსნა და მოკლა

23 სექტემბრის საღამოს სომხეთში, სოფელ მერძავანში ნიღბიანმა უცნობმა პირმა ოპოზიციური პარტიის, “ქვეყანა სიცოცხლისთვის” წევრსა და სოფელ ფარაქარის ხელმძღვანელს, ვოლოდია გრიგორიანს ცეცხლი გაუხსნა და მოკლა.

თავდამსხმელმა ცეცხლი გრიგორიანის თანხმლებ მოქალაქეებსაც გაუხსნა, რომელთაგან ერთი დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამის შესახებ საგამოძიებო კომიტეტის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიების მთავარი სამმართველოს მნიშვნელოვანი საქმეების გამომძიებელმა, არტაკ ოვანისიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გრიგორიანის მკვლელობის შესახებ მისმა პარტიამ, “ქვეყანა სიცოცხლისთვის” განცხადება Facebook-ზე გაავრცელა.

“მოკლულია ჩვენი საუკეთესო მეგობარი, არაჩვეულებრივი პატრიოტი, სოფელ ფარაქარის ხელმძღვანელი, პარტია “ქვეყანა სიცოცხლისთვის” პოლიტსაბჭოს წევრი, ვოლოდია გრიგორიანი. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა…” – წერია პარტიის განცხადებაში.

მკვლელობასთან დაკავშირებით სომხეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა ნიღბიანი თავდამსხმელის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

დონალდ ტრამპი – კუბა მრავალი წლის განმავლობაში ვენესუელიდან მიღებული ნავთობითა და ფულით ცხოვრობდა – კუბაში ნავთობი და ფული აღარ წავა, ვენესუელას ახლა აშშ ჰყავს, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა