სომხეთის სამართალდამცველებმა დააკავეს გიუმრის მერი, რომელიც მერიის შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მერის დაკავებას წინ უძღოდა შეტაკება პოლიციასა და მერის მხარდამჭერ მოქალაქეებს შორის, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
სომხეთის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის ცნობით, მერი ღუქასიანი და მერიის რამდენიმე თანამშრომელი ქრთამის აღებაში არიან ეჭვმიტანილები.