სომხეთი უარყოფს ნახიჩევანში აზერბაიჯანის ჯარებზე თავდასხმას

სომხეთის არმიამ 14 ივნისს უარყო აზერბაიჯანის მტკიცება, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის ჯარს ნახიჩევანში, ბაქოს ექსკლავში, რომელიც სომხეთსა და თურქეთს შორის მდებარეობს.
ერთი დღით ადრე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ბრალი დასდო სომხეთის არმიას, რომ შარურის რაიონში ცეცხლი დაუშინა სოფელ ჩავუშს, ორდუბადის რაიონში – ნურგუთს და შაჰბუზის რეგიონში – გიუნი ქიშლაღს.
ბაქოს თანახმად, მან საპასუხო ცეცხლი გახსნა.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო წლების საომარი დაპირისპირებების შემდეგ, დადებულია სასაზღვრო არეალებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ამჟამად მუშაობენ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!