სომხეთის პარლამენტმა პირველი კითხვით მიიღო კანონპროექტი „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში შესვლის პროცესის დაწყების შესახებ“. 63-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა დოკუმენტის მიღებას, შვიდი წინააღმდეგი იყო. ამის შესახებ News.am იტყობინება.
დოკუმენტს მხარი დაუჭირეს მმართველი ფრაქცია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ წარმომადგენლებმა. ოპოზიციურმა ფრაქცია „სომხეთმა“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. კიდევ ერთმა ფრაქციამ, „პატივი მაქვს“, რომელიც ასევე ოპოზიციაშია, წინააღმდეგ მისცა ხმა.
იანვრის დამდეგს სომხეთის პარლამენტმა მოიწონა კანონპროექტი ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის დაწყების შესახებ. რუსეთმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი შეუთავსებელს გახდის სომხეთის მონაწილეობას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში – საბაჟო გაერთიანებაში, რომელსაც მოსკოვი უდგას სათავეში. „სომხეთი მზად არის, ევროკავშირთან იმდენად იყოს ახლოს, რამდენადაც ევროკავშირი მიიჩნევს ამას შესაძლებლად,“ თქვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.
როგორც იტყობინებიან, პარლამენტის მიერ კანონპროექტის განხილვის ინიციატორია „დემოკრატიული ძალების პლატფორმა“. ორი თვის განმავლობაში მან 60 ათასი ხელმოწერა მოაგროვა, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ დოკუმენტი დეპუტატებს გადასცემოდათ განსახილველად.
ფორუმი
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/6823a23a-85f6-4482-b162-799a2c447a40_cx0_cy5_cw0_w1200_r1-TX3sFv-300x169.jpeg)