სომხეთის გენშტაბის ხელმძღვანელი – ჩვენ მიწას არ დავთმობთ

ვინ თმობს სამშობლოს? მიწას არავინ დათმობს, – ამის შესახებ სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ედვარდ ასრიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც ხელისუფლების მიერ ტავუშის პროვინციის 4 სოფლის დათმობის გეგმას ეხებოდა.
ამასთან, კითხვაზე, ნორმალურია თუ არა მოქალაქეების ომით დაშანტაჟება, ასრიანმა უპასუხა: „ვინ თქვა? მე ვხელმძღვანელობ შეიარაღებულ ძალებს და შეიარაღებული ძალები ასრულებს მასზე დაკისრებულ ამოცანებს. ომი შეიძლება მოხდეს ერთ საათში, ორ საათში, სამ საათში, წელიწადში, ორ წელიწადში, 5 წელიწადში. ჩვენ არ დავთმობთ მიწას.”

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო