“სოლიდარობა ქართველებს” – ნობელიანტი ჟურნალისტი მარია რესა

ფილიპინელმა ჟურნალისტმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა მარია რესამ ქართულ საზოგადოებას პირდაპირ ეთერში სოლიდარობა გამოუცხადა.
“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რა ხდება საქართველოში. სულ მცირე 10 დღეა საპროტესტო აქციები იმართება, სადაც პრორუსული მთავრობის წინააღმდეგ გამოდიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. ამ დღეებში მოწმეების თქმით, სულ მცირე 500 ადამიანი დააკავეს, მათგან 270-მდე, ბევრი ჟურნალისტი, სასტიკად სცემეს ხელისუფლების კრიმინალებმა [ტიტუშკებმა]. ჩვენ ვითხოვთ სპეცრაზმის მიერ ძალადობრივად დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას და სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველებს, რომლებიც მშვიდობიანად პროტესტს მართავენ უკეთესი მომავლისთვის. გამოიყენეთ ჰაშთაგები #standwithGeorgia და #Holdtheline” – თქვა მარია რესამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”