სოზარ სუბარი – როგორ მოიქცევა სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილთან დაკავშირებით, არ იცის თავად ზურაბიშვილმა, მოიქცევა ისე, როგორ ბრძანებასაც მისცემენ – როგორც ჩანს, გათავისუფლებაზე ბრძანება ჯერ არ მიუღია

სალომე ზურაბიშვილმა თქვა “არა და არასდროს”, თუმცა გავიდა დრო და მის სიტყვებში ამ კატეგორიულობას ვერ ვხედავთ – როგორ მოიქცევა არ იცის თავად ზურაბიშვილმა და არ ვიცი არც მე. მოიქცევა ისე, როგორ ბრძანებასაც მისცემენ, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები დღეს აქცია-პერფორმანს გამართავენ, რომელსაც წალენჯიხიდან შეუერთდება მანქანების კოლონა და სალომე ზურაბიშვილს, ს გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვებულ ხელმოწერებს მიუტანენ.
სუბარის თქმით, სააკაშვილი “მძიმე კრიმინალია” და “სამართლიანობის პროცესზე ვერანაირი მიტინგები და მანიფესტაციები გავლენას ვერ მოახდენს”.
“კარგად არ მახსოვს, მაგრამ გამოთქმაა – ისტორია პირველ ჯერზე ტრაგედიაა, მეორე ჯერზე – ფარსი. რა თქმა უნდა, ფარსია წალენჯიხიდან რომ დაიძრნენ ავტობუსებით. ეს არის თამაში, რომლითაც არ მგონია, ვინმეს ასიამოვნონ და თავი მოუქონონ. სააკაშვილი არის ძალიან მძიმე კრიმინალი. თავად რომ არ იცოდეს, რომ კრიმინალია და ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, ის სტრასბურგის სასამართლოს მიმართავდა. გარწმუნებთ, როცა საქმე ეხება ყოფილ პრეზიდენტს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაიწყებდა არა მრავალწლიან განხილვებს, არამედ ძალიან სწრაფად ჩანიშნავდა სხდომას და გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეში მიიღებდა. ის ფაქტი, რომ სააკაშვილმა სტრასბურგში წასვლა ვერ გაბედა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მან და მისმა ადვოკატებმა კარგად იციან, რა მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი. ის სასჯელს აბსოლუტურად სამართლიანად იხდის და კიდევ რამდენიმე საქმე განხილვაშია. სამართლიანობის პროცესზე ვერანაირი მიტინგები და მანიფესტაციები გავლენას ვერ მოახდენს. რაც შეეხება იმას, როგორც მოიქცევა სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს. დარწმუნებული ვარ, ის გააკეთებს იმას, რა ბრძანებასაც მიიღებს. როგორც ჩანს, გათავისუფლებაზე ბრძანება ჯერ არ მიუღია”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – გომელაური აუცილებლად დაასრულებს უბადრუკ კარიერას დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელ სასამართლოში განსასჯელის სკამზე, როგორც ბიძინა ივანიშვილის ჯალათი და არა ქვეყნის შს მინისტრი

კახა კალაძე – ის განცხადებები, რაც უცხოეთიდან კეთდება, თვალებში ნაცრის შეყრის, თეთრზე შავის თქმის მცდელობაა – დღეს დასავლეთს იმაზე დიდი მტერი არ ჰყავს, როგორც საკუთარი წარმომადგენლები საკუთარი განცხადებებით