სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – სლოვაკეთი მზადაა უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭიროს

სლოვაკეთი მზადაა სთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭიროს, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა განაცხადა.
ს რეფორმების გატარების ძალისხმევის შეფასების შემდეგ, ჩვენ მზად ვართ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დავუჭიროთ, რაც ევროპული საბჭოს მომავალ შეხვედრაზე განიხილება. თუმცა, ჩვენს აღმოსავლელ მეზობელს ჯერ კიდევ გრძელი და ეკლიანი გზა აქვს გასავლელი. ყველა საჭირო ზომა, არა მხოლოდ უნდა დამტკიცდეს, არამედ ცხოვრებაში უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა იურაი ბლანარმა.
ბლანარმა აღნიშნა, რომ ბრატისლავა უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევს.
„ამავდროულად, ჩვენ უკრაინის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას გავაგრძელებთ, კერძოდ, განაღმვისა და ზამთრისთვის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მომზადების საკითხში. ამ მხრივ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა“, – აღნიშნა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.