“სირცხვილია 21-ე საუკუნეში ისევ რაღაც სიებით რომ დარბის ხალხი და ისევ ” ხალხის მტრებს ” რომ ეძებს”– მაკა რაზმაძე

ძალიან სირცხვილია 21-ე საუკუნეში ისევ რაღაც სიებით რომ დარბის ხალხი და ისევ ” ხალხის მტრებს ” რომ ეძებენ. წინის წინა საუკუნეში მეგონა ჩავტოვეთ ეს სიმდაბლე. ამ ” სიობანამ” მიგვიყვანა ყოველთვის გამოუსწორებელ უბედურებამდე. ლუსტრაციის კანონი არ მიიღეს შთამომავლობასთან ” ტეხავსო” და ახლა ცოცხალ ხალხს აკრავენ ბოძებზე და უფრიალებენ სიებს. იქნებ ისტორია რას როგორ აფასებს მომავალში? ბოლშევიკებსაც ეგონათ რომ ” ხალხის მტრები” დახვრიტეს და დღეს როგორ გადააფასა ისტორიამ? … ძალიან ცუდია ასე ” უპრაგონოდ”, ყოველგვარი ისტორიული შეფასებების გარეშე ტალახის სროლა ადამიანებზე მხოლოდ იმიტომ რომ შენს პოლიტიკურ გემოვნებას არ მიჰყვება… როდის უნდა დასრულდეს ეს სიების ფრიალი ამ ქვეყანაში?

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი გახარიას პარტიას – ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჩემში ინვესტიციის ჩადება დაწყებული აქვს 2014 წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ ეს არ უნანია, განსხვავებით თქვენი თავმჯდომარისგან, რომელიც მელიას გამო გადადგა