სირიის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ჩავიდა

სირიის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრემიერი, იაგუბ ეიუბოვი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ფარიზ რზაევი დახვდნენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აჰმედ ალ-შარაა ბაქოში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის მიერ სირიისთვის გაზის მიწოდების საკითხს განიხილავს.
მანამდე თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქტარმა განაცხადა, რომ შესაძლოა, თურქეთის მიერ სირიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხში პარტნიორი კომპანია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ი გახდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან