სიმონიანი დარწმუნებულია, რომ საქართველო და სხვა ქვეყნები ისევ დაჩოქილი მივლენ რუსეთთან

კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა სატელევიზიო გადაცემაში [„Вечер с Владимиром Соловьёвым“] მორიგი გამოსვლა მიუძღვნა დასავლეთის კრიტიკასა და ს როლის განდიდებას პოსტსაბჭოთა სივრცეში. სიმონიანმა ისტორიის მორგებული ინტერპრეტაციით სცადა დაემტკიცებინა, რომ მხოლოდ რუსეთის მფარველობა იყო საბჭოთა კავშირის ქვეყნების გადარჩენის გარანტი – „რუსეთმა გადაარჩინა ქართველები მე-18 საუკუნეში და მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებები კიდევ ბევრჯერ მივლენ დაჩოქილი რუსეთთან დახმარების სათხოვნელად.“
მისი განცხადებით, საბჭოთა კავშირის პერიოდი ქართველი ხალხისთვის „ოქროს ხანა“ იყო:
„საბჭოთა კავშირში როგორ ცხოვრობდა საქართველო? ამერიკელი შესანიშნავი მწერალი ჩამოდიოდა ჩვენთან, ჯონ სტაინბეკი, რომელმაც თავის მოგონებში დაწერა, რომ როგორც მას მოეჩვენა, როგორც საბჭოთა ხალხის წარმოდგენებში სამოთხე საქართველოში არსებობს, და თუკი ისინი არ დაარღვევენ წესებს და კარგად მოიქცევიან, სიკვდილის შემდეგ მოხვდებიან სამოთხეში სწორედ საქართველოში. აი, ასე მეგობრულად და მაგრად ვცხოვრობდით ყველა რუსების დროს.“
სიმონიანმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი კონფლიქტები ჩამოთვალა, როგორც რუსეთის „დაშორების“ შედეგი:
„როგორც კი საბჭოთა კავშირი დაინგრა, რა მოხდა? ყარაბაღის კონფლიქტი, ოსურ-ინგუშური კონფლიქტი, ტაჯიკეთის კონფლიქტი, სამოქალაქო ომი საქართველოში, ს კონფლიქტი, ოსური კონფლიქტი, დნესტრისპირეთი… და რატომ არ იყო რუსების დროს ასეთი რამ? იმიტომ რომ “მატუშკა” [დედა] რუსეთი ყველას ამშვიდებდა, ყველას აჭმევდა და ყველა ნორმალურად ცხოვრობდა.“
რუსეთის დღევანდელ პოლიტიკას სიმონიანი ახასიათებს როგორც “რბილ ძალას” და სიამაყით აღნიშნავს, რომ აფრიკული ქვეყნები კვლავ რუსეთისკენ იყურებიან:
„ამ კვირაში აფრიკული ქვეყნების მინისტრები ჩამოვიდნენ ჩვენთან, ისინი ყველა დაივიწყდა და ჩვენ მათ შესახებ გავიხსენეთ და მათთან ვმეგობრობთ. გვითხრეს, რომ RT-ს უყურებენ ყველანი. აი, ასეთი რბილი ძალა გვაქვს და ძალიან მიხარია. დროა სახლში დაბრუნდეს ყველა. ჩვენთან მეგობრობის დროა.“
მან სოლოვიოვის გადაცემაში ასევე იწინასწარმეტყველა რუსეთის გამარჯვება:
„გარწმუნებთ, რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, ამ წელს, ღმერთის წყალობით დასრულდება ეს კონფლიქტი, რომელიც ახლა ხდება და ჩვენ კიდევ ვნახავთ, ახალი ირაკლი მეფეები ჩოქვით მოვლენ ხვეწნით “მატუშკა” რუსეთთან, სახლში დაბრუნდნენ.“
სიმონიანმა ასევე დრო დაუთმო გრიბოედოვის ისტორიის ინტერპრეტაციას:
„როგორ დაიღუპა ჩვენი პოეტი და დრამატურგი გრიბოედოვი? ნაცისტები რომ არ ვართ იქიდანაც კარგად ჩანს — გრიბოედოვმა ქართველი რომ შეირთო ცოლად. ქართველზე დაქორწინდა — 15 წლის იყო გოგო. და ეს ნიშნავს, რომ არც ჩვენ ვართ ნაცისტები, არც რასისტები, გრიბოედოვიც არ ყოფილა.“
სიმონიანი საუბარში იხსენებს “მე-18 საუკუნის ბოლოს თბილისში განვითარებულ სისხლიან მოვლენებსაც” საკუთარი ინტერპრეტაციით.
„ტიფლისში ისეთი სისხლისმღვრელი ბრძოლა იყო, სადაც პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა ამოჟლიტეს. ქრისტიან მოსახლეობას ხიდზე აიძულებდნენ ღვთისმშობლის ხატისთვის ეფურთხებინათ. ვინც უარს იტყოდა, რასაც უშვებოდნენ — აღარ მინდა მოყოლა. 2000 მომლოცველს ცულით აჭრიდნენ თავებს.“
სიმონიანის ნარატივის თანახმად, სწორედ მაშინ:
„მეფე ირაკლი მუხლმოდრეკილი ითხოვდა, რომ მატუშკა რუსეთში წაეყვანათ.“
მტრის სახით კი როგორც მაშინ, ისე დღეს — კვლავ დასავლეთი იკვეთება:
„ვინ უჭერდა მხარს ქართველების ამ სისხლისღვრას? ბრიტანეთი. როგორც ახლა ში. ისინი მთლიანად იარაღით უზრუნველყოფდნენ და ასწავლიდნენ სპარს მეომრებს, დიდ თამაშს ატარებდნენ ჩვენთან.“
დასასრულს, სიმონიანი ცდილობს საქართველოს „კარგად ყოფნა“ საბჭოთა კავშირთან დააკავშიროს:
„საქართველო როცა ჩვენ შემოგვიერთდა, 50 ათასი იყვნენ სულ ქართველები, როცა გავუშვით თავისუფლებაზე საბჭოთა კავშირის დაშლის დროს — უკვე სადღაც 2 მილიონზე მეტი იყვნენ.“