“სიმართლე ჭუბერში მომხდარ ტრაგედიაზე” – ლაშა ბერულავა

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:
❗️ სიმართლე ჭუბერში მომხდარ ტრაგედიაზე
🔘 უკვე მერამდენე შემთხვევაა გზის ამ მონაკვეთზე, ვინ მოთვლის. ეს არ არის მხოლოდ ტრაგედია, ეს დიდი გულგრილობის შედეგია. კონკრეტულად ეს მონაკვეთი, საგერგილი-ჭუბერის გზაზე, საგერგილის ხიდიდან დაწყებული, პლუს ასი მეტრი არის, პირდაპირი მნიშვნელობით, სიკვდილის გზა, სადაც მანქანისთვის გვერდის აქცევისსას/გზის დათმობისას კი არა, მარტოც კი ვერ გაივლი ისე, რომ ორი საბურავით მაინც ბეწვის ხიდზე არ გაიარო: ვიწროა, ერთ მხარეს კლდეა, მეორე მხარეს გადასავარდნი და ქვემოთ ენგური ღრიალებს… და მით უმეტეს, ტრაგედია მაშინ მოხდა, როცა მზეო და ლევანი გზას უთმობდნენ ხე-ტყით დატვირთულ უზარმაზარ მანქანას!!! არ დამთავრდა ხე-ტყის გატანა და უკანონო ჭრა, არც ამ გზას დაადგა საშველი იმის მიუხედავად, რომ ცოტა ხნის წინ ადგილობრივებმა გზა საერთოდ გადაკეტეს და მის შეკეთებას ითხოვდნენ… უპასუხისმგებლობა და სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი ჰქვია ამას, სხვა არაფერი… ტროლები და პროპაგანდისტები არ შემომიხტეთ აქ, ადგილობრივმა სვანებმა დაწერონ, თუ რამეს ვაჭარბებ…

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!