სილქნეტის ახალი შეთავაზება: SILK HOME – ჭკვიანი კამერა შენი სახლისთვის

სილქნეტი ახალ სერვისს, Silk Home-ს სთავაზობს ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებლებს. დღეიდან 16 ნოემბრის ჩათვლით, მსურველს შეუძლია ისარგებლოს მიმდინარე აქციით და სრულიად უფასოდ დაამონტაჟოს სახლში ჭკვიანი კამერები, ხოლო აპლიკაციის მეშვეობით რეალურ დროში გააკონტროლოს შიდა გარემო სმარტფონიდან ან პლანშეტიდან.
Silk Home აპლიკაციით შესაძლებელია კამერების მართვა, შეტყობინებების მიღება, ჩანაწერების შექმნა და მონიტორინგის გაზიარება ოჯახის წევრებისთვის. ჭკვიანი კამერა, რომელიც დაკავშირებულია 2,4 GHz მხარდაჭერის WiFi-მოდემს, უზრუნველყოფს: აუდიო-ვიდეო კომუნიკაციას, ობიექტის “თრექინგს”, ხმოვანი სიგნალის, მოძრაობის სენსორის და ღამის ხედვის გააქტიურებას. მომხმარებელს დროებით სარგებლობაში გადაეცემა ყველა საჭირო მოწყობილობა.
სმარტფონსა თუ პლანშეტზე Silk Home აპლიკაციის ჩამოტვირთვა უფასოა.
Silk Home ყოველთვიური მომსახურების საფასური – 10 ლარია, რომელიც მომხმარებელს დაერიცხება ინტერნეტის სააბონენტოსთან ერთად.
მომსახურების ჩასართავად ეწვიეთ სილქნეტის სერვის ცენტრებს თბილისში ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს 032 2 100 100.
გაეცანით დეტალურ ინფორმაციას.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…