სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოველში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს

მცხეთობა – სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოველში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე, მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.
სვეტიცხოველში იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც. საზეიმო წირვას ესწრება , პრემიერ-მინისტრი , პარლამენტის თავმჯდომარე , “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი .
ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყო.
ცნობისთვის, გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.
მე-4 საუკუნეში, წმინდა მეფის მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის ჟამს, კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს ლოცვებით სვეტი ღვთის მიერ გაბრწყინდა და ჰაერში 12 წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა. ნათლის სვეტის თაყვანისსაცემად მთელი მცხეთა შეიკრიბა. ნათლის სვეტი სასწაულებს ახდენდა.
წმინდა ნინოს რჩევით აშენებული პირველი ხის ეკლესიის დანგრევის შემდეგ, V საუკუნის მე-2 ნახევარში, წმინდა მეფემ ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი აღმართა. XI საუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი – სვეტიცხოველი ააგო, რომლის ხუროთმოძღვარიც არსუკიძე იყო.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმინდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.
სვეტიცხოვლობა საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როცა ხართ 50, 100, ან თუნდაც 300 კაცი შეკრებილი, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე, მოძალადეების გათავისუფლებას და არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და რა გავითვალისწინოთ? ჩვენ არაფერი გვაწუხებს, საზოგადოებაა შეწუხებული