სერგეი რიაბკოვი – დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში -ის საგარეო პოლიტიკაში რეალიზმის ზოგიერთი ჯანსაღი ელემენტი გამოჩნდა

დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში -ის საგარეო პოლიტიკაში რეალიზმის ზოგიერთი ჯანსაღი ელემენტი გამოჩნდა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„როგორც ჩანს, ტრამპის მმართველობის პერიოდში აშშ გლობალური დემოკრატიზაციის იდეას დროებით ჩამოშორდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვაშინგტონმა თავის ანტირუსულ კურსზე უარი თქვა, მაგრამ ახლა ამერიკელები პირდაპირი და გულახდილი დიალოგისთვის ღია არიან, პრაქტიკულ საქმიანობაში კი თავიანთ ეროვნულ ინტერესებზე აკეთებენ აქცენტს“, – განაცხადა რიაბკოვმა.
ასევე, მისი თქმით, „ვაშინგტონი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ და „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ კონცეფციების ფარგლებში გლობალური დომინაციის პრეტენზიებზე უარს არ ამბობს“.
„სწორედ ამიტომ, აშშ ზეწოლის მოხდენას ცდილობს ყველაზე, ვისაც ამჟამინდელი ადმინისტრაცია არსებულ ან პოტენციურ კონკურენტად აღიქვამს“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა