სერგეი ლავროვი – უკრაინის შესახებ ჩინეთის სამშვიდობო გეგმა ჯერჯერობით ყველაზე მკაფიოა

უკრაინის შესახებ ჩინეთის სამშვიდობო გეგმა ჯერჯერობით ყველაზე მკაფიოა. ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ჩვენ გლობალური სამხრეთის ქვეყნების სხვადასხვა ინიციატივებს მივესალმებით, კერძოდ აფრიკის ქვეყნებისა და ბრაზილიის სამშვიდობო გეგმას. თავიანთი წინადადებები სხვა ქვეყნებმაც წამოაყენეს, მაგრამ არც ისე კონკრეტულად. ყველაზე მკაფიო გეგმა გასულ წელს ჩინეთმა წამოაყენა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ლავროვის განცხადებით, ჩინეთის გეგმა უკრაინის პრეზიდენტის, ს „მშვიდობის ფორმულისგან“ იმით განსხვავდება, რომ იგი ურთიერთდაკავშირებულ დებულებებს შეიცავს და მათი ცალკე განხილვა შეუძლებელია.
„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩინური დოკუმენტი იმ მიზეზების ანალიზს ემყარება, რაც ახლა ხდება და მისი ძირითადი მიზეზების აღმოფხვრის აუცილებლობას ითვალისწინებს“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენმდივანი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაზრდის პოლარიზაციას და დაპირისპირებას – უნდა მოვერიოთ ამბიციებს და ვთქვათ, რომ კანონი უკან გაიწვიონ