სერგეი ლავროვი – სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია უნდა გავაგრძელოთ

ს საგარეო საქმეთა მინისტრის, ს განცხადებით, რუსეთი სრულიად დარწმუნებულია, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაგრძელება აუცილებელია.
„ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.
მისი თქმით, რუსეთი გამოხატავს მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის და ეს მართლაც ასეა, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტ სთან დიალოგს აზრი არ აქვს, მათ შორის იმიტომ, რომ „მის ბატონებს ჰეგემონიის დაკარგვის ეშინიათ“.
ამასთან, ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ სთან ახალი მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში, რუსეთი მოლაპარაკების პროცესში საბრძოლო მოქმედებებს არ შეაჩერებს.
„ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ სტამბოლის ისტორიისგან განსხვავებით, მოლაპარაკებების დროს საბრძოლო მოქმედებებში არანაირ პაუზას არ გავაკეთებთ“, – აღნიშნა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუხაძე: ჩემი სამი შვილი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. მე დასავლეთს ძალიან კარგად ვიცნობ, მეტიც, დასავლური ფულის როლს საქართველოში ძალიან ვაფასებ. მე თვითონ მაქვს თითქმის მილიარდ დოლარამდე ჩამოტანილი ამ ქვეყანაში…