სერგეი ლავროვი – კიევის რეჟიმის თითოეულ დამნაშავეს ანგარიშსწორება ელის

უკრაინის რეჟიმის თითოეულ დამნაშავეს სამართლიანი ანგარიშსწორება ელის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის სასამართლოებმა, საგამოძიებო კომიტეტის მიერ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, უკრაინის შეიარაღებული დაჯგუფებების 200-ზე მეტ წარმომადგენელს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს.
“იგივე ბედი ელის ყველა სხვა დამნაშავეს. თითოეული მათგანი მიიღებს სამართლიან ანგარიშსწორებას”, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტმა დაახლოებით 900 ადამიანის წინააღმდეგ ოთხი ათასზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
„მათ შორის არიან არა მხოლოდ რადიკალური ნაციონალისტური გაერთიანებების წევრები, უკრაინის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები და დაქირავებული ჯარისკაცები, არამედ უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლებიც“, – აღნიშნა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია: ახალგაზრდამ შექმნა რაღაც სახალხო მოძრაობა „სიწმინდეების დასაცავად“ და განაცხადა, რომ მზად არის ჩვენი სარწმუნოების გამო ციხეში წავიდეს და, საჭიროების შემთხვევაში, მოკვდეს კიდეც. აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა ჩნდება…