სერგეი ლავროვი ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თურქეთში ჩავიდა

ს საგარეო საქმეთა მინისტრი, თურქეთში ჩავიდა, სადაც ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მ გუშინ განაცხადა, რომ ღონისძიების ფარგლებში ლავროვი მოლაპარაკებებს გამართავს თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდანთან. მისი თქმით, მხარეები სხვადასხვა საკითხზე ისაუბრებენ და ორმხრივი კონტაქტების განრიგს განიხილავენ.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სერგეი ლავროვის სხვა ორმხრივი შეხვედრებიც, მათ შორის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან, უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბახტიორ საიდოვთან და ს საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯინბეკ კულუბაევთან.