სენატში უკრაინა-საზღვრის შეთანხმებას უიმედოდ უყრიან კენჭს

ორპარტიული შეთანხმების საფუძველზე შემუშავებული 118 მილლიარდიანი კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ს დახმარებასთან ერთად, ამერიკაში გამკაცრებულ სასაზღვრო უსაფრთხოებასაც მოიცავს, შეერთებული შტატების სენატში 7 თებერვლის კენჭისყრაზე ჩასავარდნადაა განწირული. გასული დღეების განმავლობაში მას და ზოგიერთი სხვა რესპუბლიკელი აქტიურად აკრიტიკებდა. რესპუბლიკელთა ნაწილი ამბობდა, რომ უკრაინის დახმარებას მანამ არ დათანხმდებოდა, სანამ დემოკრატიული ადმინისტრაცია ამერიკის უფრო მკაცრ სასაზღვრო პოლიტიკას არ შეიმუშავებდა.
შემუშავებული კომპრომისული ვარიანტი 4-თვიანი მოლაპარაკებების შედეგი იყო. ამ მოლაპარაკებებს სენატორები – დემოკრატი კრის მერფი, რესპუბლიკელი ჯეიმს ლანკფორდი და დამოუკიდებელი კირსტენ სინემა – ხელმძღვანელობდნენ. დამტკიცების შემთხვევაში, კანონპროექტი საიმიგრაციო პოლიტიკაში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე საგულისხმო ცვლილება იქნებოდა.
მოლაპარაკებები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის და ისრაელის დახმარების გაერთიანებული პაკეტი წარმოადგინა. ის ორივე ქვეყნის მხარდაჭერასთან ერთად, ამერიკის საზღვრის დაცვის ღონისძიებებსაც მოიცავდა. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელები ამბობდნენ, რომ პაკეტს მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერდნენ, თუ ის ამერიკის სამხრეთ საზღვრებზე ათეულ ათასობით ჩამოსული მიგრანტის პრობლემას მოაგვარებდა.
როცა სენატორებმა განაცხადეს, რომ შეთანხმება მიღწეული იყო, დონალდ ტრამპმა, რომელიც რესპუბლიკელი ამომრჩევლის ფავორიტ საპრეზიდენტო კანდიდატად რჩება, ახალი კანონპროექტი გააკრიტიკა და თქვა, რომ “მხოლოდ სულელი, ან რადიკალი მემარცხენე დემოკრატი დაუჭერს მხარს ამ საშინელ კანონპროექტს”. პალატის რესპუბლიკელმა ლიდერმა მაიკ ჯონსონმა კი საკანონმდებლო ტრიბუნა გამოიყენა და თქვა, რომ ეს კომპრომისული ვარიანტი არაადექვატური იყო. სენატის დემოკრატების ლიდერი ჩაკ შუმერი ამბობს, რომ ჯონსონის განწყობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც ტრამპმა აღიარა, რომ ეს მისთვის პოლიტიკურად ხელსაყრელი არ იყო. თუმცა, ჯონსონი ამას უარყოფს და ამბობს, რომ კანონპროექტის პირობები უბრალოდ არ არის გამართლებული და საკმარისად მკაცრი.
სენატის წამყვანი რესპუბლიკელი კი – მიტჩ მაკკონელი, რომელიც უკრაინის დახმარების გაგრძელების მნიშვნელობის გამო შეთანხმებას დიდი ხანია გულშემატკივრობდა, ამბობს, რომ პარტიაში მზარდი უკმაყოფილების ფონზე, კანონპროექტს დამტკიცების შანსი უფრო და უფრო იკლებს.
6 თებერვალს, წარმომადგენელთა პალატამ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივნის – ალეჰანდრო მაიორკასის იმპიჩმენტიც სცადა, თუმცა აოთხმა რესპუბლიკელმა ამის წინააღმდეგ მისცა ხმა და იმპიჩმეტი 214-216 ხმათა თანაფარდობით ჩავარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი