სენატორი გრემი: პრეზიდენტ ტრამპისგან „მწვანე შუქი“ აქვს ს საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერებას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მხარს უჭერს ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც ს საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერებას ეხება. ტრამპის მხრიდან „მწვანე შუქის“ შესახებ მასთან 7 იანვარს გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა.
ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი სხვებთან ერთად კანონპროექტზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ. კანონპროექტი ითვალისწინებს ზომების მიღებას იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებსაც რუსეთთან ბიზნესი აქვთ.
სენატორ გრემის თანახმად, მხარდაჭერა დროული იქნება მაშინ, როცა მშვიდობისთვის დათმობებზე მიდის, პუტინი კი მხოლოდ ლაპარაკობს და უდანაშაულოთა მკვლელობას განაგრძობს.
გრემის განცხადებით, კანონპროექტი პრეზიდენტ ტრამპს მისცემს დასჯის შესაძლებლობას იმ ქვეყნების, რომლებიც განაგრძობენ პუტინის სამხედრო მანქანის მკვებავი იაფი რუსული ნავთობის შეძენას. რესპუბლიკელი სენატორის თანახმად, პრეზიდენტს ექნება ზემოქმედების დიდი ბერკეტები ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია, რათა მათ იაფი რუსული ნავთობის შეძენის შეწყვეტისკენ უბიძგოს.
გრემს იმედი აქვს, რომ კანონპროექტს კენჭს მომავალ კვირაში უყრიან.
რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერების ინიციატორი ამერიკელი კანონმდებლები არაერთი თვეა ცდილობენ კონგრესში კენჭისყრის ჩატარებას.
2025 წელს მათ ვერ მიაღწიეს სენატის და წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელების თანხმობას.
კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან იმპორტის 500%-ით დაბეგვრას.
2025 წელს კონგრესში კენჭისყრა არაერთხელ გადაიდო. წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ხელმძღვანელები ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იმას ასახელებდნენ, რომ პრეზიდენტი ტრამპი სამშვიდობო მოლაპარაკებებით ცდილობს რუსეთის დათანხმებას ში ომის შეწყვეტაზე.
ფორუმი