სენატმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო პაკეტის დამტკიცების საკითხი მომავალი წლის იანვრისთვის გადადო

უკრაინის და ისრაელის დახმარებას, შეერთებული შტატები წელს უკვე ვეღარ დაამტკიცებს. ეს გაირკვა გაჭიანურებული მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც ადმინისტრაციის წევრებსა და კანონმდებლებს შორის კონგრესში მიმდინარეობს. რესპუბლიკელებმა აიძულეს დემოკრატები, უკრაინის დახმარების თემისთვის, საიმიგრაცო რეფორმის და საზღვრის საკითხები მიებათ. დეტალები ადვილად მოსალაპარაკებელი არ აღმოჩნდა, რამაც შეუძლებელი გახადა, ომში მყოფი უკრაინის დახმარების წლის ბოლომდე დამტკიცება.
სენატის რესპუბლიკელები ამბობენ, რომ კიევის დახმარების საკითხი უმნიშვნელოვანესია, თუმცა დემოკრატების პროექტის მიღებაზე უარი, ერთადერთი გზა აღმოჩნდა, საზღვრის საკითხებზე ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების დასაწყებად.
შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ესმის, რომ კონგრესის საშობაო შვებულებაში გასვლამდე, უკრაინის დახმარების საკითხის დამტკიცება ვერ მოხერხდება. იმის მიუხედავად, რომ პარტიების ლიდერები კაპიტოლიუმის მთაზე მოლაპარაკებებზე სხედან.
, რომელიც 1 კვირის წინ ვაშინგტონში იმყოფებოდა და კონგრესის ლიდერებს შეხვდა, იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას არ უღალატებს და მიღწეული შეთანხმება შესრულდება. დახმარების პაკეტში, უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს