სენაკში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

არსებული ინფორმაციით, სენაკში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ცნობით, მას ჭრილობა სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
დაჭრილი მამაკაცი ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – დღეს ორი უზუსტესი და უმწარესი დარტყმა მიიღო “ქართულმა ოცნებამ”, მისთვის ყველაზე მტკივნეულ წერტილებში: ფული და რუსული კავშირები – მთავარია, ეს ყველაფერი ამავე ტემპით და ასეთივე სწორხაზოვნებით გაგრძელდეს