სენაკში, “საქართველოს ბანკში” მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

სენაკში, “საქართველოს ბანკში” მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დარეჯან კვარაცხელიამ, სენაკის რაიონულ სასამართლოში, ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
წინასასამართლო სხდომა 11 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
მამაკაცს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, დანით შეიარაღებული პირი პარასკევს, თავს დაესხა სენაკში მდებარე “” თანამშრომლებს, რომლებიც იმ დროისთვის მოქალაქესთან საბანკო ოპერაციას ასრულებდნენ. გაიტაცა 900 ევრო და მიიმალა.
პოლიციამ ბრალდებული იმავე დღეს აიყვანა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ხოშტარია ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, მას სასჯელი ისე განესაზღვრა, როგორც მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა. ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს

პრეზიდენტის მეუღლის წარუმატებლობამ გაუკუღმართებული აფთრისებური სიხარული აღუძრა ბნელ გულში და საშინელი, ჯოჯოხეთური ხმებით გადაავსეს ფეისბუკის სანახები – რაღაც ზომებია მისაღები, თორემ არაა მაინცადამაინც სასიამოვნო, ამდენი აფთრის ზნის ადამიანის ყურება