სენაკის საკრებულოში 2024 წლის ბიუჯეტის განხილვას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო სენაკის საკრებულოში. ხმაურის მიზეზი 2024 წლის ბიუჯეტი გახდა.
საკითხის განხილვის დროს “ნაციონალურმა მოძრაობამ” სხდომა დატოვა. ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას ეწინააღმდეგებოდა გახარიას პარტიაც. ოპოზიციის განცხადებით, წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი არ არის მორგებული მოსახლეობის პრიორიტეტებს.
“ქართული ოცნების” დეპუტატები კი აცხადებენ, რომ ბიუჯეტის პარამეტრები მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციით, მათი ინტერესების გათვალისწინებით გაიწერა.
საბოლოო ჯამში, სენაკის 2024 წლის ბიუჯეტი საკრებულოს უმრავლესობამ, ოპოზიციონერი წევრების გარეშე დაამტკიცა. სხდომას სენაკის მუნიციპალიტეტის მერიც ესწრებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი