სემეკმა რეგულირებადი საწარმოებისთვის ახალი საფასურები და ტარიფები დაადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე შპს „ ჯიფაუერს”, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას”, შპს „მტკვარი ენერჯის” და შპს „გარდაბნის თბოსადგურს” საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში შესაბამისი საფასური დაუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, ასევე სს „ხრამჰესი I” და სს „ხრამჰესი II”-ისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის და სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისთვის” ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ.
„კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ჯიფაუერისთვის” საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში შესაბამისი საფასური განისაზღვრა 40,266 ლარით დღეზე, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის” – 58,096 ლარით დღეზე, შპს „მტკვარი ენერჯისთვის” – 76,319 ლარით დღეზე, ხოლო შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის” – 325,793 ლარით დღეზე.
რაც შეეხება სს „ხრამჰესი I” და სს „ხრამჰესი II”-ისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებს, სს „ხრამჰესი I”-ის ტარიფი განისაზღვრა 4.764 თეთრით კვტ.სთ.-ზე, სს „ხრამჰესი II”-ისთვის – 4.259 თეთრით კვტ.სთ.ზე, ხოლო სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისთვის” ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასური დარჩა უცვლელი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო