სემეკის წევრმა, გივი სანიკიძემ ERRA-ს შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გივი სანიკიძემ ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) 22-ე ყოველწლიურ კონფერენციასა და გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ომანის სასულთნოში, მასკატში გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გივი სანიკიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ენერგეტიკის სექტორში არსებული სიახლეები და დეტალურად ისაუბრა ენერგეტიკის რეგულირების მე-9 მსოფლიო ფორუმის მოსამზადებელი ეტაპის შესახებ, რომელიც თბილისში 2026 წელს ჩატარდება.
„კომისიის წევრთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სემეკის მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ლევან ენუქიძემ.
ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA) ევროპისა და აზიის რეგიონის ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებს აერთიანებს. ასევე, ორგანიზაციაში გაერთიანებულნი არიან პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. სემეკი, ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება