სემეკის თავმჯდომარეს, პროფესორ დავით ნარმანიას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის საპატიო დიპლომი გადაეცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარეს, პროფესორ დავით ნარმანიას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) აკადემიური საბჭოს მიერ, უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის საპატიო დიპლომი გადაეცა. სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ასევე დაჯილდოვდნენ უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლები.
მომავალი თაობის განათლებაში შეტანილი წვლილისა და უნივერსიტეტში წარმატებული საქმიანობისათვის დავით ნარმანიას სხვადასხვა პერიოდში მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. იგი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი – მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე, 2008-2012 წლებში იყო კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) და ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პროფესორი.
დავით ნარმანია პროფესიით ეკონომისტია. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. იგი არის 42 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი, 48 ნაშრომის თანაავტორი, დღემდე აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორი ქაოსია გარშემო და რამხელა ფასი აქვს მშვიდობას – გჯეროდეთ ჩვენი სახელმწიფოსი, რადგან დღეს მართლაც უნიკალური შანსი აქვს ჩვენს ქვეყანას გაძლიერდეს და განვითარდეს

ირაკლი კობახიძე „ლელო“-გახარიას კანდიდატზე – თბილისში ჩვენი ამოცანა მერის შემთხვევაში პირველივე ტურში არჩევნების მოგებაა, საკრებულოში კი მინიმუმ, 38 მანდატის მიღება – გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ამ მიზანთან ახლოს ვართ