სებასტიან ლეკორნუ – ფრანგული ავტომწარმოებელი, თავდაცვის კომპანიასთან თანამშრომლობით, უკრაინაში დრონების წარმოებას დაიწყებს

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ფრანგული ავტომწარმოებელი, თავდაცვის კომპანიასთან თანამშრომლობით, უკრაინაში დრონების წარმოებას დაიწყებს.
„ვიწყებთ სრულიად ახალ პარტნიორობას, რომლის ფარგლებშიც მსხვილი ფრანგული საავტომობილო კომპანია გააერთიანებს ძალებს ფრანგულ მცირე ან საშუალო თავდაცვის საწარმოსთან, რათა უკრაინაში დრონების წარმოებისთვის წარმოების ხაზები ააწყონ“, – განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.
მან დრონების ტიპი არ დააკონკრეტა, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იქნება განკუთვნილი.
ლეკორნუმ ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული დრონები მისი ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, რათა მათ „მუდმივი ტაქტიკური და ოპერატიული მზადყოფნა ჰქონდეთ, რომელიც უკრაინაში ომის რეალობას შეესაბამება“.
„საჭირო არ არის, საფრანგეთის მოქალაქეებს უკრაინაში წარმოების ხაზზე მუშაობა ვთხოვოთ. უკრაინელები ჩვენზე უკეთესები არიან დრონების შემუშავებაში და, რაც მთავარია, მათი გამოყენების დოქტრინის ჩამოყალიბებაში“, – აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული