„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ – ამ ეტაპზე, სამართლებრივ დახმარებას საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ 56 პირს ვუწევთ

„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ დღეის მდგომარეობით, სამართლებრივ დახმარებას 56 გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეს უწევს. ამის შესახებ ინფორმაციას „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, „განგაშის საფუძველს იძლევა ის ფაქტი“, რომ ყოველი მათგანი საქართველოს კონსტიტუციის, სახელმწიფოებრიობისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი საჯარო განცხადებების ხელმომწერია, რაც „გვაფიქრებინებს, რომ ისინი აზრისა და გამოხატვის თავისუფლების გამო დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან“.
„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ მზადაა, დაიცვას საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულთა უფლებები და მოუწოდებს მათ, დაუკავშირდნენ ორგანიზაციას სოციალური გვერდის მეშვეობით.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ