სახლში მოვარდნენ, ნიღბებით, მეზობლებმა კინწისკვრით გაყარეს – ალეკო ელისაშვილი

ს განცხადებით, პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, მის სახლთან ნიღბიანი პირები მივიდნენ და ტერიტორიის მოხატვა დაიწყეს:
“არც ძველი ბიჭი ვყოფილვარ არასდროს და არც ხულიგანი. ამომასხა, თვალებში ვუყურებდი ფილიპე მახარაძეებს, სერგო ორჯონიკიძეებს, მიხა ცხაკაიებს, რომლებიც ასე უტიფრად, დემაგოგიურად მიგვათრევენ რუსეთში და როცა არგუმენტს ეუბნები უტიფრობას გვპასუხობენ.
ეგრევე სახლში მოვარდნენ, ნიღბებით, 3-4 ვიღაცა ბავშვი იყო. ძალიან ცუდი, რომ ასეთ ასაკში ასეთ რამეს ასრულებენ. დაიწყეს მოხატავა და რეაქციაც კი ვერ მოვასწარი, მეზობლებმა კინწისკვრით გაყარეს. ველოდები ყველაფერს, ყველაფერზე წამსვლელები არიან, მაგრამ არ მეშინია. გიჟი არა ვარ. ახლა არის არჩევანი – საქართველო იქნება თავისუფალი ქვეყანა, თუ შეგვათრევენ რუსეთში. ამას როგორც შემეძლო წინ აღვუდექი და როგორც შემეძლება წინ აღვუდგები.” თქვა ელისაშვილმა “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ქართველების ბრძოლამ დაასრულა რეალურად საბჭოთა კავშირი, ისე ასრულებს დღევანდელი საქართველო ძველ პოლიტიკას და ათამამებს ევროპას სრული სუვერენიტეტისთვის. საქართველო ფლაგმანია ამ ბრძოლაშიც

თორნიკე ნაროზაული: ხალხს აკა მორჩილაძის ან ხვიჩა კვარაცხელიას აზრის მოსმენა კი არ სურდათ, არამედ ის უნდოდათ, მათ აზრს დათანხმებულიყვნენ ეს ადამიანები- ამას ფანატიზმი ჰქვია, ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ