სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს სახელი შეეცვლება, ის აკადემიად გადაკეთდება და ექნება შესაძლებლობა, სტუდენტებს სამაგისტრო პროგრამით ასწავლოს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს სახელი შეეცვლება, ის აკადემიად გადაკეთდება და ექნება შესაძლებლობა, სტუდენტებს სამაგისტრო პროგრამით ასწავლოს.
როგორც შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, შს სამინისტროს აკადემიის საპოლიციო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად გარდაქმნის ინიციატივის ფარგლებში, გათვალისწინებულია შეთავაზება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში სუს-ის მომავალი თანამშრომლებისთვის ახალი სამაგისტრო პროგრამა შეიქმნას.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარსებებს საბაკალავრო პროგრამა – საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე, რომლის კურსდამთავრებულებს პოლიციელის სტატუსი ექნებათ და შეძლებენ, რომ შემდგომში შს სამინისტროს სისტემაში იმსახურონ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იქნება სამაგისტრო პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მაგისტრის ხარისხის მქონე თანამშრომლები ეყოლება“, – განაცხადა დარახველიძემ.
პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით იხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”