სახელმწიფო მდივნის მოადგილე მწვავედ აკრიტიკებს ევროპას

-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ქრისტოფერ ლანდაუ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში გამართულ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობდა, მწვავედ აკრიტიკებს ევროპას. მან 6 დეკემბერს X-ის პლატფორმაზე დაწერა, რომ ბრიუსელში მისი ბოლო ვიზიტის მთავარი შთაბეჭდილება ის იყო, რომ “ დიდი ხანია ვერ ახერხებს ნატოსთან და ევროკავშირთან მის ურთიერთობაში ზღვარგადასული შეუსაბამობის პრობლემის მოგვარებას”. სახელმწიფო მდივნის მოადგილის სიტყვებით ერთი და იგივე ქვეყნები განსხვავებულად იქცევიან იმის მიხედვით – ნატოს ქუდი ახურავთ თუ ევროკავშირის:
“როცა ამ ქვეყნებს ნატოს ქუდი ახურავთ, ისინი ირწმუნებიან, რომ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა ჩვენი ორმხრივი უსაფრთხოების ქვაკუთხედია. მაგრამ, როცა ამ ქვეყნებს ევროკავშირის ქუდი ახურავთ, ისინი მისდევენ ისეთ დღის წესრიგებს, რომლებიც უკიდურესად არაკეთილსაიმედოა აშშ-ის ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის – ცენზურის, ეკონომიკური თვითმკვლელობის/კლიმატური ფანატიზმის, ღია საზღვრების, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისადმი სიძულვილის/მრავალმხრივი მმართველობისა და დაბეგრვის ხელშეწყობის, კომუნისტური კუბის მხარდაჭერისა და ა.შ. ჩათვლით”.
ქრისტოფერ ლანდაუ აკსვნის, რომ ამ შეუსაბამობის გაგრძელება აღარ შეიძლება:
“ან ევროპის დიდი სახელმწიფოები ჩვენი პარტნიორები არიან დასავლური ცივილიზაციის დაცვაში, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით მათგან გვერგო, ან – არა. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია პარტნიორებად თავის მოჩვენება, როცა ის სახელმწიფოები ნებას აძლევენ ევროკავშირის არაარჩეულ, არადემოკრატიულ და არაწარმომადგენლობით ბიუროკრატიას ბრიუსელში მისდიოს ცივილიზაციური თვითმკვლელობის პოლიტიკებს”.
სახელმწიფო მდივნის მოადგილის ეს სიტყვები ეხმიანება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის რიტორიკას, რომელშიც ევროპის “ცივილიზაციური წაშლის” საფრთხეა ნახსენები.
ქრისტოფერ ლანდაუ 6 დეკემბერს რამდენიმე პოსტს უძღვნის ევროპას. ის აღიარებს, რომ ევროპაში ვიზიტამდე სახელმწიფო დეპარტამენტში მოითხოვა ინფორმაცია ევროპის სახელმწიფოებიდან ს ენერგორესურსებში და უკრაინის დასახმარებლად გადახდილი თანხების შესადარებლად:
“მიმდინარე კვირაში ევროპაში ვიზიტთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტს ვკითხე 2022 წლის თებერვალში შეჭრასა და 2025 წლის იანვარში პრეზიდენტ ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნებას შორის პერიოდში, ევროპის სახელმწიფოებმა მეტი ფული მისცეს რუსეთს თუ ს.
გავოცდი, რომ პასუხი იყო და დიდი სხვაობით! ვიცოდი, რომ ამ ქვეყნებიდან ბევრმა თავიანთი ენერგეტიკული ბედი რუსეთს დაუკავშირა, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა ამის მასშტაბზე და იმაზე, რაოდენ დაჩრდილა ამან (მთლიანობაში) უკრაინისთვის დახმარება”.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე აგრეთვე აღნიშნავს:
“კიდევ უფრო უარესი ის არის, რომ აშშ სამხედრო ალიანსშია სწორედ იმ ქვეყნებთან, რომლებიც თავს გვესხმიან ევროკავშირის გავლით. როგორც მიმდინარე წელს ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, ეს წინააღმდეგობა არ შეიძლება გაგრძელდეს. არ შეიძლება ევროპის სახელმწიფოები თავიანთი უსაფრთხოებისთვის აშშ-სკენ იყურებოდნენ და იმავდროულად გადაჭრით ძირს უთხრიდნენ საკუთრივ აშშ-ის უსაფრთხოებას ევროკავშირის გზით”.
ამის მაგალითად ლანდაუ ასახელებს ევროკავშირის მიერ პლატფორმა X-ის დაჯარიმებას 120 მილიონი ევროთი:
“ეს ჯარიმა აისბერგის მხოლოდ წვერია. როგორც თითოეულ ევროპელ ლიდერს ახლახან ნატოს მინისტერიალის შეხვედრაზე ბრიუსელში ვუთხარი, ევროკავშირის მიერ კუბის კომუნისტური და ანტიამერიკული რეჟიმის მხარდაჭერა მორიგი თავზარდამცემი მაგალითია ევროკავშირის მხრიდან”.
ერთი დღით ადრე ელონ მასკის დაჯარიმებას გამოეხმაურა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც:
“ევროკომისიის 140 აშშ დოლარის ჯარიმა არაა მხოლოდ X-ზე შეტევა, არამედ ეს არის თავდასხმა ამერიკის ტექ-პლაფფორმებზე და ამერიკის ხალხზე უცხოური მთავრობებისგან. ამერიკელების ონლაინ ცენზურის დღეები ჩავლილია”.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი 3 დეკემბერს გაიმართა ბრიუსელში და მისი დღის წესრიგის მთავარი საკითხები: თავდაცვის ბიუჯეტების გაზრდა, უკრაინისთვის დახმარების გაწევა და რუსეთის შეკავების უზრუნველყოფა იყო.
ფორუმი