სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება

თბილისში ვიზიტად მყოფი სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.
ოფიციალური ინფორმაციით, რიჩარდ ნევიუ ხელისუფლების, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება და ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამოწვევებს განიხილავს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტს მნიშვნელოვნად აფასებენ მმართველ გუნდში.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველო სტრატეგიული პარტნიორისთვის ღირებული პარტნიორია.
“მივესალმებით ამ ვიზიტს. კონკრეტულ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყება არის შესაძლებელი. მსოფლიოში საქართველო კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის რამდენიმე და ნატოს ათამდე ქვეყანას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არის ღირებული პარტნიორი სტრატეგიულად მოკავშირე ქვეყნისთვის. ამ ვიზიტიდან გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ განვითარებას ველით”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი მოუწოდებდა ეუთოს, რომ მხარი დაეჭირა სირიის ახალი ხელისუფლებისადმი და სიტყვა არ იყო ნათქვამი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების გაწვევაზე. ჩვენი მოთხოვნით ეს საკითხი ჩაიწერა რეზოლუციაში

კანონის წინაშე ყველა თანასწორია. როგორც მე ვემორჩილები მის თითოეულ ნორმას, იგივე უნდა იყოს სხვისთვისაც – არავის აქვს უფლება, გამოგონილი ტყუილები თავისი პოლიტიკური მითების გასამყარებლად გამოიყენოს