სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ დაიძრას ეს თემა – მამუკა მდინარაძე ანაკლიის პორტზე

სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ დაიძრას ეს თემა – ანაკლიის პორტზე
ხაზარაძემ ანაკლიის პორტის თემა რამდენიმე წლით უკან დახია და ახლა სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ დაიძრას ეს თემა და ქვეყნის ბევრ სფეროში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს, განსაკუთრებით ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, – ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერთან დაკავშირებით.
მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ყველა გზით შეეცდება, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს ლეგიტიმური, კანონიერი გზით.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, პროექტი რომელიც კონსტიტუციაში გვაქვს შეტანილი, კონსტიტუციურ დათქმა გვაქვს მასთან დაკავშირებით გაკეთებული და ბუნებრივია ჩვენ შევეცდებით, რომ ყველა გზით ანაკლიის პროექტი განხორციელდეს ლეგიტიმური, კანონიერი გზით, შესაბამისი თანაინვესტირებით და სახელმწიფოს დომინირებული ჩართულობით“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ყაზბეგის მერობის კანდიდატი კობა გელაძე: განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს

კაპიტონ ჟორჟოლიანი- მხოლოდ დაბაში 800-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა. ბოლო პერიოდში ისეთი გზები გაკეთდა, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გზის შეყვანა ყველა სოფელში, რომ ჩვენს მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდეს