სახარების რწმენის ეკლესია შობას აღნიშნავს

ქრისტეშობას ზეიმობს სახარების რწმენის ეკლესია.
დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საშობაო მსახურებას სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსი ,ოლეგ ხუბაშვილი და პასტორი, გურამ იმერლიშვილი უძღვებოდნენ.
“ღვთისმსახურების დროს შესრულდა სიმღერები და ქადაგება წმინდა წერილიდან. სადღესასწაულო ლიტურგია საშობაო საგალობლების თანხლებით გაიმართა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი გიორგი პატაშური ეკლესიაში შეკრებილ სასულიერო პირებსა და მრევლს მიესალმა და შობა-ახალი წელი მიულოცა.საზეიმო მსახურებას ესწრებოდა რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სერგო ფარულავა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა