ტრამპი რუსეთს და აშშ-ს მოუწოდებს ახალ ბირთვულ შეთანხმებაზე იმუშაონ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს, ახალი ბირთვული ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებისკენ, მოქმედი ხელშეკრულების გაგრძელების ნაცვლად.
New Start-ის სახელით ცნობილ შეთანხმებას ვადა 5 თებერვალს გაუდის.
თუ ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება არ მოხდება, ქობინების მარაგებზე ათწლეულების განმავლობაში დაწესებული შეზღუდვები
აღარ იმოქმედებს.

„New START-ის (აშშ-ის მიერ ცუდად მიღწეული შეთანხმება, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, უხეშად ირღვევა) გაგრძელების ნაცვლად, ჩვენ უნდა მივმართოთ ჩვენს ბირთვულ ექსპერტებს, შეიმუშაონ ახალი, გაუმჯობესებული და მოდერნიზებული ხელშეკრულება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში იმოქმედებს“, – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე.

კრემლმა 5 თებერვალს განაცხადა, რომ მოსკოვი კვლავაც გააგრძელებს სტრატეგიული ბირთვული სტაბილურობისადმი პასუხისმგებლობით
მიდგომას.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ამ საკითხში მოსკოვი, „როგორც ყოველთვის, პირველ რიგში თავისი ეროვნული ინტერესებით იხელმძღვანელებს“.

2025 წლის შემოდგომაზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ კრემლი
მზად იყო, SNV-III-ის – იმავე New START-ის – ხელშეკრულება მისი ვადის გასვლის შემდეგ კიდევ ერთი წლის განმავლობაში დაეცვა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატებიც აიღებდა მსგავს ვალდებულებებს.
New Start-ს ხელი მოაწერეს პრაღაში 2010 წლის აპრილში. ის ძალაში შევიდა 2011 წელს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ

ლევან ბეჟაშვილი – ადეკვატურობიდან გამომდინარე, მოინახება ფორმები, სადაც ავატარი იქნება თუ სხვა ციფრული ტექნოლოგია, გამოყენებული იქნება, რათა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებასთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლოს – ამ თემიდან სკანდალი არ გამოვა