კუბის პრეზიდენტი აცხადებს, რომ -სთან მოლაპარაკებებისთვის „მზადაა“, თუმცა „ზეწოლის გარეშე“

კუბა მზადაა შეერთებულ შტატებთან დიალოგისთვის, თუმცა არა ზეწოლის ქვეშ, განაცხადა 5 თებერვალს კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან რამდენიმეთვიანი მუქარის შემდეგ.

„კუბა მზადაა შეერთებულ შტატებთან დიალოგისთვის ნებისმიერ თემაზე… მაგრამ ზეწოლისა და წინაპირობების გარეშე“, – განაცხადა დიას-კანელმა
სახელმწიფო ტელევიზიითა და რადიოთი გადაცემულ ხალხისადმი მიმართვაში.

ტრამპი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ დაემუქრა კომუნისტური მმართველობის მქონე კუბას, პირობა დადო, რომ ნავთობზე წვდომის შეუწყვეტდა და განაცხადა, რომ კუნძული „დაცემისთვის მზადაა“.
დიას-კანელი 2019 წელს კუბის რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი და კუბის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი გახდა. ორივე პოსტი მან რაულ კასტროსგან – კუბის დამფუძნებლის, ფიდელ კასტროს უმცროსი ძმისგან მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა