სახალხო დეპუტატი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში სამი სოფელი დაიკავეს

უკრაინულმა ძალებმა ს კურსკის ოლქის სულ მცირე სამი დასახლება აიღეს. ამის შესახებ უკრაინის სახალხო დეპუტატმა „ხალხის მსახურებიდან“, უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური მისიაგინმა განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია.

სახალხო დეპუტატის თქმით, 10 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქის ივაშკოვსკის, მახნოვკასა და სვერდლიკოვოს დასახლებები დაიკავეს.

მისიაგინმა გამოაქვეყნა მახნოვკაში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცების ფოტო, ასევე ვიდეო, სადაც უკრაინელი ჯარისკაცი სვერდლიკოვოს ადმინისტრაციული შენობიდან რუსულ დროშას ხსნის და ძირს აგდებს.

ოპერაცია კურსკის ოლქში – უახლესი ამბები

შეგახსენებთ, 2024 წლის 6 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გადაკვეთეს რუსეთ-უკრაინის საზღვარი და კურსკის ოლქში სამხედრო მოქმედებები დაიწყეს.

9 აგვისტოს ინტერნეტში გავრცელდა უკრაინელი ჯარისკაცების ვიდეო კურსკის ოლქის ქალაქ სუჯადან.

ჩანაწერში ნაჩვენებია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები რუსული „გაზპრომის“ ფილიალის შენობასთან დგანან. მათ განაცხადეს, რომ ქალაქ სუჯას მთლიანად აკონტროლებენ.

როგორც UNIAN წერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოლქში შეჭრით  ცხადყოფს, რომ მოლაპარაკებებში გავლენის ბერკეტების მოპოვება შეუძლია.

კრემლი კურსკის დასაცავად კერძო უშიშროების ძალებს აგზავნის.

როგორც The New York Times-ი ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, რუსებმა, სავარაუდოდ, მოახერხეს კურსკის ოლქში უკრაინის შეტევის შენელება, მაგრამ ბრძოლა გრძელდება.