სახალხო დამცველი ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

ოკუპირებულ ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში, პერევსა და ქარძმანში სახალხო დამცველი ჩავიდა. ლევან იოსელიანი მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ადგილობრივები ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად გადაადგილებას ასახელებენ.
მათივე ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზი შიდა ქართლში თვეში მხოლოდ 10 დღით იხსნება და პროცესი დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. საუბარია საოკუპაციო ხაზზე წარსადგენ დოკუმენტაციაზე.
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, დოკუმენტაციის გარდა ადგილობრივებისთვის პრობლემად რჩება ტვირთების ტრანსპორტირებაც.
“ვესაუბრე მათ და ძალიან დიდ პრობლემას აწყდებიან გადასვლა-გადმოსვლის დროს, განსაკუთრებით საბუთებთან და ტვირთთან დაკავშირებით. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში დავდივარ ინტენსიურად იმისთვის, რომ აქ მცხოვრებ ადამიანებს შევხვდე და ვესაუბრო, რათა ვიცოდე იქ, სადაც ჩვენ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა, რა აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი