სახალხო დამცველი დაბა ლაითურში მდებარე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დაბა ლაითურში, #1 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ობუდსმენის აპარატი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სახალხო დამცველმა დაათვალიერა ახლად გახსნილი ქალთა განყოფილება, ესაუბრა ქალ ბრალდებულებს, ასევე, შეხვდა უვადოდ მსჯავრდებულებსა და სხვა პატიმრებს; გაეცნო პატიმრების უფლებების დაცვის მდგომარეობას და პატიმრებს მიაწოდა ინფორმაცია უფლებების ეფექტიანი რეალიზების მიზნით სახალხო დამცველის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ.
„სახალხო დამცველმა დაათვალიერა ციხის ინფრასტრუქტურა, შეხვდა დაწესებულების ხელმძღვანელობასა და ადმინისტრაციას.
სახალხო დამცველი აგრძელებს პატიმრების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.