საქართველო 2023 წელს რუსეთში ღვინის ექსპორტით მეორე ადგილზეა – „ტასს“

საქართველო 2023 წელს რუსეთში ღვინის ექსპორტით მეორე პოზიციაზეა, უთხრა რუსულ სამთავრობო მედია „ტასს“-ს ევგენი შჩერბაკოვმა, კომპანია „ლუდინგ გრუპის“ ღვინის მიმართულების ხელმძღვანელმა.
მისი განცხადებით, პირველ ადგილზე რუსეთში ღვინის ექსპორტით იტალიაა, მესამეზე კი ესპანეთი.
შჩერბაკოვმა აღნიშნა, რომ 2023 წელს საქართველომ რუსეთში 2022 წელთან შედარებით 11,9%-ით მეტი ღვინო გაიტანა, მაშინ, როცა იტალიიდან და ესპანეთიდან ექსპორტი შემცირდა.
„აღვნიშნავთ, რომ მთლიანობაში, [2023-ის] მესამე კვარტლიდან, მიდის [ექსპორტის] ყველაზე ინტენსიური ზრდა მეგობრული ქვეყნებიდან“, – ამბობს იგი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში

ჯო უილსონი – “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება – მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ “ვოუქ” ცენზურას