საქართველო ყიდულობს აშშ–დან და ექსპორტით მიდის რუსეთში – რა დოკუმენტები გადასცა ზელენსკიმ აშშ–ს და კიდევ რომელ ქვეყნებს ასახელებს სენატორი

დასავლურ კომპონენტებს მეზობელი სახელმწიფოებიდან, მათ შორის, საქართველოდან იმპორტის გზითაც იღებს – ამის შესახებ განცხადება ამერიკელმა სენატორმა, რიჩარდ ბლუმენთალმა მოსმენაზე გააკეთა.
მან ამერიკელ მწარმოებლებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა, რადგან მათი ჩიპები უკანონოდ არ მოხვდნენ რუსი სამხედროების მიერ გამოყენებულ აღჭურვილობაში.
“Intel”, “AMD”, “Analog Devices” და “Texas Instruments” – ეს ის კომპანიებია, რომელთა მიერ წარმოებულ ტექნოლოგიებს რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.
მიუხედავად ექსპორტის კონტროლის მნიშვნელოვანი გაფართოებისა, ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ რუსული სამხედრო აღჭურვილობის მრავალი უცხოური კომპონენტი დასავლეთის ქვეყნებიდანაა. რუსულ სამხედრო აღჭურვილობაში აღმოჩენილი თითქმის 2800 უცხოური კომპონენტის 70 პროცენტზე მეტი, სავარაუდოდ, ამერიკული ფირმებისგან იყო. გასაგებად რომ ვთქვათ, ქვეკომიტეტს არ მიუღია რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ სამხედრო კომპონენტების ამერიკელი მწარმოებლები, როგორიცაა ნახევარგამტარები, არღვევენ -ს ექსპორტის კონტროლს. ამის ნაცვლად, წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე, როგორც ჩანს, არასანქცირებული ქვეყნები – კერძოდ სომხეთი, ფინეთი, საქართველო, ყაზახეთი და თურქეთი – ლეგალურად ახორციელებენ აშშ-დან სამხედრო კომპონენტების იმპორტს და შემდეგ პირდაპირ ან ირიბად ახორციელებენ ნახევარგამტარების ექსპორტს რუსეთში საბოლოო მომხმარებლებისთვის. დოკუმენტები, რომელიც მ გადმოგვცა, აჩვენებს, რომ ტექნოლოგიები რომლებიც ხელს უწყობენ რუსული ომის მანქანას გადის მესამე მხარესა და მეზობელ ქვეყნებზე. ამერიკულმა კომპანიებმა უნდა იცოდნენ რომ ისინი არღვევენ კანონს, ჩვენ დასკვნებს ჯერ ვერ გავაკეთებთ თუმცა მათთან გვაქვს კითხვები. ასტრონომიულად, 1000ჯერ გაიზარდა ექსპორტი ყაზახეთში 4 ამერიკული კომპანიიდან 2021 2022 წლებში, ამავე პერიოდში გაიზარდა ექსპორტი საქართველოში და ემთხვევა ყაზახეთის მაჩვენებელს. რუსეთი იმდენად წარმატებით ახერხებს თავ აარიდოს შტატების ექსპორტის კონტროლს, რომ საბრძოლო მასალის იმპორტი უტოლდება დაახლოებით იმ მაჩვენებს, რაც იყო ში შეჭრამდე. ეს მიუღებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …